ფესტივალის ტერიტორიაზე ქეშლეს სისტემა მუშაობს. თქვენ შეძლებთ გააკეთოთ დეპოზიტი თქვენს პირად სამაჯურზე, შეიტანოთ როგორც ქეში, ისე - გადარიცხოთ საბანკო ბარათიდან. პირად სამაჯურს რეგისტრაციის ცენტრში ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლისას მიიღებთ. ასევე, შეძლებთ გაანაღდოთ სამაჯურზე დარჩენილი თანხა.
დარჩენილი თანხის განაღდების ბოლო ვადაა 26 აგვისტო, 18:00 საათი. პროცედურა შეგიძლიათ გაიაროთ როგორც ფესტივალის ტერიტორიის 2 სხვადასხვა ლოკაციაზე, ისე - რეგისტრაციის ცენტრში. გასანაღდებელი თანხის მინიმალური რაოდენობა 5 ლარია, ეცადეთ არ გადააცილოთ ბოლო ვადას, რადგან ამ დროის შემდეგ თანხის განაღდება შეუძლებელი იქნება.